საიტი PastelShop.ge -ს კონფიდენციალურობის პოლიტიკის გვერდი.
ჩვენი მომხმარებლების ზრუნვა კომპანია შპს „ათაქი“-ს (ს/კ 436036512) მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს, სადაც მნიშვნელოვან ადგილს ვანიჭებთ კონფიდეციალურობის პოლიტიკას. პერსონალური მონაცემების დამუშავება გვეხმარება საიტის უფრო მეტად გამარტივებაში, ამას გარდა მონაცემების დამუშავება გვეხმარება პროდუქტებისა და სერვისების განვითარებაში, მარკეტინგული აქტივობების განხორციელებაში, მომსახურე ბანკის მიერ გადახდების მართვაში, მომხმარებლების პრეტენზიებისა და შენიშვნებზე რეაგირებაში, ჩვენი ვებ-გვერდის და მთლიანი სისტემის არასათანადო გამოყენებისა და დანაშაულის პრევენციაში, როგორც მომხმარებლის ასევე კომპანიის კანონიერი ინტერესების დაცვაში.
ჩვენს მიერ მონაცემების შეგროვება იმ შემთხვევაში ხდება თუ მომხმარებელი რეგისტრირდება (ან ავტორიზაციას გადის) ჩვენს ვებ-გვერდზე, აგრეთვე იმ შემთხვევაში თუ მომხმარებელი მიმართავს რაიმე სახის მომსახურებისა ან პროდუქციის შესახებ ინფორმაციის მიღების მიზნით, იქნება ეს ელ. ფოსტის, ონლაინ დახმარების, წერილობითი ფორმის თუ სატელეფონო ზარით.
მომხმარებლების პერსონალური ინფორმაციის მონაცემების დასაცავად ვიყენებთ თანამედროვე ტექნოლოგიებისა და საერთაშორისოდ აღიარებულ სისტემებს, რომლებსაც გააჩნია მრავალწლიანი გამოცდილება ბაზარზე.
მომხმარებლის პერსონალური ინფორმაციის გადაცემა შეიძლება მოხდეს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში ინფორმაციაზე სამართალდამცავი ორგანოებისათვის წვდომის დაშვება.
გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ როდესაც მომხმარებელი ვებ-გვერდზე ახორციელებს ნივთის შეძენას, ამ დროს ბარათის შესახებ ინფორმაცია კომპანიისათვის ხელმიუწვდომელია, შესაბამისად მსგავსი ინფორმაციის შენახვა კომპანიაში არ ხდება.
გასათვალისწინებელია, რომ ინტერნეტ სივრცე არ წარმოადგენს 100%_ით დაცულ გარემოს და ინფორმაციას რომელსაც ინტერნეტის მეშვეობით ვამუშავებთ, ყოველთვის არის იმის ალბათობა რომ მასზე არასანქცირებული წვდომა მოიპოვონ მესამე პირებმა, როგორც ლოკალურად ასევე გლობალურად.
ვებ-გვერდის მომსახურება მომხმარებლებისთვის ჩვენი პოლიტიკის თანახმად არ არის გამიზნული 18 წლამდე მიუღწეველი პირებისათვის, ამიტომ თუ თქვენ არ ხართ სრულწლოვანი, თქვენ ვერ ისარგებლებთ ჩვენი საიტით (სრულყოფილი მოხმარების ჭრილში).
ვებ-გვერდზე პერსონალური ინფორმაციის შენახვის კონკრეტული ვადა განსაზღვრული არ არის. კომპანია შპს „ათაქი“ (ს/კ 436036512) იტოვებს უფლებას კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე და/ან სხვა გარემოებათა გათვალისწინებით შეიცვალოს წინამდებარე პერსონალური მონაცემთა დაცვის პოლიტიკა.
ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია პერიოდულად შეამოწმოს ვებგვერდზე ნებისმიერი ცვლილება პერსონალური მონაცემთა დაცვის პოლიტიკის განყოფილებაში.